ახალი ამბებიკინო

GOT-ის მე-7 სეზონის პრემიერა რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა

18 ივლისი, 2017 • 2960
GOT-ის მე-7 სეზონის პრემიერა რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა

სერიალის “სამეფო კარის თამაშები” მეშვიდე სეზონის პირველ ეპიზოდს, ჯამში, 16.1 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც HBO-სათვის სარეკორდო მაჩვენებელია. ინფორმაციას “ფორბსი” ავრცელებს.

დაახლოებით 10.1 მილიონმა მაყურებელმა ეპიზოდი სატლევიზიო ეთერში ნახა, დანარჩენებმა- სტრიმინგ პლატფორმების დახმარებით. მეშვიდე სეზონის პირველი სერია რეიტინგის თვალსაზრისით გასული სეზონის ფინალზე პოპულარული აღმოჩნდა, რომელსაც 8.9 მლნ. მნახველი ჰყავდა და ამ დრომდე შოუს ყველაზე ყურებად ეპიზოდად მიიჩნეოდა.

HBO-მ მხოლოდ 2017 წლის პირველ კვარტალში მოგების სახით 583 მლნ. დოლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი