ახალი ამბებისამართალი

რა ვიცით თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ

17 ივლისი, 2017 • 4635
რა ვიცით თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ

დღეს, 17 ივლისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დაახლოებით 19 წლის იყო, თბილისში ნათესავთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება. იგი დასასვენებლადაა წასული. მისი ერთ-ერთი ახლობელი, ჯინა, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მოკლული 19 წლის ანა ნათესავის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მან ჯინას სთხოვა, ანასთან სახლში მისულიყო და გაერკვია, რა ხდებოდა.

ადგილზე მისულ ჯინას ანას მეგობარი დახვდა, რომელიც ასევე ეძებდა მას. საბოლოოდ ანას მეგობარი სახლში ფანჯრიდან შევიდა, სადაც მისი ცხედარი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს. 108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობის ფაქტის შესახებ საგამოძიებო უწყება დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი