ახალი ამბები

“არა ოკუპაციას” – ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში

16 ივლისი, 2017 • 5550
“არა ოკუპაციას” – ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში

დღეს ათენში, რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის მორიგი გადმოწევის ფაქტი გააპროტესტეს.

“ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ ოკუპაციის გაგრძელებას და მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საქართველოს საზღვარზე აგრესიული მოქმედება. აქ მოვიტანეთ მავთულხლართები, რითაც ისინი საქართველოს საზღვრებს არღვევენ და ამ სიმბოლიკით მივმართავთ მთელ მსოფლიოს თანადგომისთვის, იმისთვის, რომ რუსეთმა ხელი აიღოს უკანონო მოქმედებებზე,” – ნათქვამია საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების განცხადებაში.

ემიგრანტებმა დაწერილი მიმართვა ქართულ, ბერძნულ და რუსულ ენაზე წაიკითხეს. მათი ტრანსპარანტებიც რამდენიმე ენაზე იყო დაწერილი. ქართველმა ემიგრანტებმა მსგავსი საპროტესტო აქციები, საბერძნეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გამართეს.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოხდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოსაზღვრე ადგილებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე ახორციელებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს.

"არა ოკუპაციას" - საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში, რუსეთის საელჩოსთან

“არა ოკუპაციას” – საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში, რუსეთის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი