ახალი ამბები

ირაკლი კორძაია: ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს

16 ივლისი, 2017 •
ირაკლი კორძაია: ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი კორძაია “განსხვავებულ აქცენტებთან” საუბრისას ამბობს, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს ვანო მერაბიშვილი მართლაც გაიყვანეს ციხიდან.

“ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან ზუსტად 14 დეკემბერს 2014 წლის, და ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ გაყვანაში. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი ქვეყნის და მეორე იყო, ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.  ეს ორი ადამიანი იყო უშუალო შემსრულებელი,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას თქმით, როდესად ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მაშინ გაიგო ამის შესახებ. მისივე თქმით, მაშინდელი მინისტრისგან, სოზარ სუბარისგან მოისმინა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.

კორძაიამ ასევე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ისე, რომ სოზარ სუბარს არავინ ეკითხებოდა – “იყო გარკვეული თემები, სადაც მინისტრს აზრს არ ეკითხებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ მისგან დამოუკიდებლად“. კორძაიას თქმითვე, მინისტრს ამ ფაქტის გამო “შეშფოთებულის არაფერი ეტყობობდა”.

“გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელობის მქონე პატიმრის გაყვანის შესახებ, ბუნებრივია, ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს, მინიმუმ, პრემიერმინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული, ღარიბაშვილის დონეზე და იმ ადამიანების დონეზე, რომლებიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდნენ. ესენი არიან ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და ა.შ. ამ ადამაინების ჩართულიბით ხდებოდა და ამას ადასტურებს ის, რომ შემდეგ დღეებში შემუშავდა უკვე მესიჯ-ბოქსი, ეს იყო საერთო მესიჯ-ბოქსი, რომელსაც ახმოვანებდა ნებისმიერი დეპუტატი, რომელსაც ამაზე კითხვას დაუსვამდენ,“ – განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მანვე განაცხადა, რომ სინამდვილეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24-საათის განმავლობაში სათვალთალო კამერების ჩანაწერები ავტომატურად არ იშლება.

კორძაიას თქმით, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეში ჩართული იყვნენ ღარიბაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი, ვის გარეშეც ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. ასევე, იცოდა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მაშინ სუბარის მოადგილე იყო.

კორძაია ასევე ემბობს, რომ მაღალი პრემიები, რაც ამ ფაქტის შემდეგ სამინისტროში და სასჯელაღსრულების დეპარტამენში გაიცა,  ჯილდო დიმიტრი დარბაისელისვის იყო განკუთცნილი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისთვის.

“საუბარი იყო ჩვეულებრივ “ატკატებზე”: წარმოიდგინეთ, რომელიმე თანამშრომელზე გამოწერდა პრემიას 37 ათასი ლარის ოდენობით, იქიდან მხოლოდ 2000 რჩებოდა კონკრეტულად ადამიანს და 35 ათასი მიდიოდა დარბაისელთან… ამის შესახებ სამინისტროში ყველა ლაპარაკობდა“,-ამბობს ირაკლი კორძაია.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში მისი დუმილი ნაწილობრივ იყო განპირობებული იმით, რომ ანგარიშს უწედა პირად ურთიერთობებს და ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

ირაკლი კორძიაიამ განაცხადა, რომ 2 კვირის წინ წერილი მისწერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას, რომელშიც ამ საქმეზე საუბრობს.

“რუსთავი 2”-თან საუბრისას სოზარ სუბარმა – სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, რომელიც ახლა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა:

“საინტერესო ინფორმაციაა. ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა. ცხადია, ეს აბსოლუტური ტყუილია“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კახეთში, ლოპოტაზე იმყოფებოდა, როდესაც “ყური მოკრა” ამ “სისულელეს”.

“ჩვენ მაშინ ამაზე ჩავატარეთ ძალიან სერიზული მოკვლევა. მოკვლევის დროს შესწავლილი იქნა არა მხოლოდ ის მასალები, რაც შეიძლება სასჯელაღსრულებაში ყოფილიყო, არამედ რამდენიმე ათეული კამერა ვნახეთ, რომელიც ასახავს ყველა გზას, რაც კი მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე კამერაზე ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო, მანქანების გადაადგილება, შესაბამისად, ეს არის ტყუილი,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება პრემიებს, სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსებზე სამინისტროს წვდომა არ ჰქონდა. სუბარი ამბობს, პრემიების შესახებ ინფორმაცია მან ფინანსთა სამინისტრისგან შეიტყო:

“ვიყავი უაღრესად აღშფოთებული. ჩემი აღშფოთება პრემიერმინისტრსსაც გავუზიარე და არ დამიმალავს პრესასთანაც. გამოვედი, ვთქვი მთავრობის სხდომის შემდეგ, რომ ეს არის დაუშვებელი,” – განაცხადა სუბარმა,


2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირები პროკურატურამ სტრასბურგს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო გამოძიება:

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე,”- განაცხადა პროკურატურამ.

2017  წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რადგანაც, მათი განცხადებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა. პროკურატურამ თებერვალში განაცხადა, რომ ათეულობით დაკითხული მოწმიდან თავად მერაბიშვილი იყო ერთადერთი, ვინც საკნიდან გაყვანაზე საუბრობდა.

თეა წულუკიანის განმარტებით, მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა. დიდი პალატის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი