ახალი ამბები

“არა ოკუპაციას” – ბერშუეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

14 ივლისი, 2017 • 3782
“არა ოკუპაციას” – ბერშუეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს, 14 ივლისს, თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან გორის მიმართულებით გაემგზავრა მოქალაქეების ჯგუფი, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქცია რამდენიმე კვირის წინ დაგეგმა ჟურნალისტების ჯგუფმა, თუმცა მათ დღეს შეუერთნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეთა ჯგუფები.

“ეს არის აქცია “არა ოკუპაციას”, რომელიც ჟურნალისტების ორგანიზებულია. მიხარია, რომ გვიერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების თუ მრწამსის ადამიანებიც. ყველა ერთად ვდგავართ დღეს აქ. მე მოვედი შვილებთან ერთად, დავდგებით ჯაჭვში და მსოფლიოს გასაგონად ვიტყვით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,” – უთხრა ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ.

აქციის მონაწილეები სოფელ ბერშუეთში, იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს. აღნიშნულ ადგილზე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოხდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოსაზღვრე ადგილებზე რუსეთის საოკუპაცია ძალები დღემდე ახორციელებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებმაც აქციის მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

დღეს, 20:00 საათზეცაა დაგეგმილი მოქალაქეთა ჯგუფის აქცია ბერშუეთთან, რომლებიც ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია არა ოკუპაციას ბერშუეთში, 14.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქციის "არა ოკუპაციას!" მონაწილეებმა ალტერნატიული ბანერი დაამაგრეს. 14.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქციის “არა ოკუპაციას!” მონაწილეებმა ალტერნატიული ბანერი დაამაგრეს. 14.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი