ახალი ამბები

31 არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

5 აპრილი, 2013 • 937
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება:


“აღნიშნულ საქმეზე მნიშვნელოვანია გამოკვლეული იქნას ვიდეოჩანაწერის დაზიანების

რეალური მიზეზი. შესაბამისად, საჭიროა გამოძიების წარმოება, რათა დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და დადგეს კონკრეტული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე აუცილებელია, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება პრაქტიკაში იყოს რეალიზებული და ადმინისტრაციული სამართალდარვევის შემთხვევაში მოქალაქეებს პრივილეგიების მინიჭების გარეშე დაეკისროთ შესაბამისი სანქცია. აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებით პოლიციის მუშაკებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია საქმის შესახებ.

 

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

 

1. ციხის საერთაშორისო რეფორმა

2. საქართველოს პრესის ასოციაცია

3. ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”

4. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი

5. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

6. ფონდი ”ღია საზოგადოება -საქართველო”

7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

8. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

9. საზოგადოებრივი დამცველი

10. ადამიანის უფლებათა ცენტრი

11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

12. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

13. ასოციაცია ”მერკური”

14. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”

15. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველო

16. თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

17. მედიის განვითარების ფონდი

18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

19. ცოდნის ფონდი

20. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

21. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

22. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

23. ასოციაცია”ქალი და ბიზნესი”

24. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი

25. ენერგოეფექტურობის ფონდი

26. დემოკრატიის ინსტიტუტი

27. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

28. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

29. ასოციაცია ”დეა”

30. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის

საერთაშორისო ორგანიზაცია

31. სტუდია ”რე”

მასალების გადაბეჭდვის წესი