“2013 წელი ძალიან რთული წელი იქნება ყველასთვის, როგორც მოთამაშეებისათვის, ისე ორგანიზატორებისა და ოფიციალური პირებისთვის. ბევრი რამ შეიცვალა ტურების ჩატარების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მანდეს გახსნის ტურის დირექტორობა. წელსვე პოლონეთი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2013 წლის კალენდარში განჩდა ბევრი ახალი ორგანიზატორი ქვეყანა, რაც უდაოდ იმაზე მიანიშნებს, რომ პლაჟის ფრენბურთი წლიდან წლამდე პოპულარული ხდება მსოფლიოში. ლონდონის ოლიმპიადაზე კი სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი იყო. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს სასპორტო ქალაქების ხელმძღვანელები დაინტერესდებიან ასეთი რანგის ტურნირის ჩატარებით, რაც ხელს შეუწყობს სპორტის ამ ლამაზი სახეობის განვითარებას,”- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
2013 წლის მსოფლიო ტურის პირველ გათამაშებას ჩინეთის ქალაქი ფიდჯუ უმასპინძლებს.

