დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელში ვენახი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. როგორც ლაგოდეხის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბოკერია ამბობს, სეტყვა დაახლოებით ორი წუთი გრძელდებოდა და დიდი ინტენსივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა მოსახლეობას ზარალი მაინც მიადგა.
გამგებლის მოადგილის თქმით, სტიქიმ ლელიანის ნინიგორის, გიორგეთისა და აფენის თემის სოფლები დააზარალა. ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.