ახალი ამბები

2007 წლიდან რუსეთიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

7 ივლისი, 2017 • 1977
2007 წლიდან რუსეთიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რუსეთიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურების წილი მოგზაურთა საერთო რაოდენობის 16.9%-ს შეადგენს. 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან შემოსული მოგზაურების პროცენტული წილი სტაბილურად იზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში რუსეთიდან 91 361 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. 2015 წელს მისი რაოდენობა გაათმაგდა, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1 038 750 გახდა.

2007 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების წილი მთლიან რაოდენობაში 8.6% იყო, 2015 წელს – 15.%, ხოლო 2017 წლის არასრული, 6 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორების პროცენტული წილი 2007 წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა და 16.9% გახდა.

2016 წელ, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 6 360 503 იყო, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში 2 996 170 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი