ახალი ამბები

რაგბის 18 წლამდელთა ფინალში საქართველო უელსთან ანგარიშით 0:50 დამარცხდა

30 მარტი, 2013 • • 1156
რაგბის 18 წლამდელთა ფინალში საქართველო უელსთან ანგარიშით 0:50 დამარცხდა

შეგახსენებთ, რომ 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი უკვე მეორე წელია, რაც ექსპერიმენტული სისტემით ტარდება.  რაც ნიშნავს დივიზიონში, სადაც 6 ერის თასზე მოასპარეზე ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობენ, ფირა აერის ეგიდით მოასპარეზე ორი საუკეთესო ნაკრების დამატებას.

 

“ჩვენი მორაგბეები უკვე ზედიზედ მეორედ ხვდებიან ელიტურ დივიზიონში და ჯერ-ჯერობით მათ მონაგარს დივიზიონის მე-6 ადგილი წარმოადგენს, რომელიც ყმაწვილმა ბორჯღალოსმებმა შარშან იტალიის ნაკრების დამარცხებით მოიპოვეს. ხვალინდელ მატჩში ქართველ 18 წლამდე მორაგბეებს პირველად ეძლევად მე-5 ადგილის დაკავების შანსი, რისთვისაც მათ უელსელ თანატოლებს უნდა სძლიონ.”– ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში. 

მატჩი თბილისის დროით 3 საათზე დაიწყო, თუმცა ტექნიკური შესაძლებლობების გამო მატჩის ტრანსლირება არ მომხდარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი