ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი, (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

აეროპორტის ცნობით, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

მგზავრის თქმით, მათ ჯერ კიდევ არ იციან, როდის დაინიშნება რეისი.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით, აცხადებენ აეროპორტში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *