10:00 სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს Sport time -ში, ცურვაში „გიომირის თასი 2017“ შეჯიბრი გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასულ მოცურავეებს სიგელები, მედლები და სხვადახხვა პრიზები გადაეცამათ.
მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის 75ა
10:00 იმფაქთ ჰაბ თბილისში, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები იურიდიულ კონსულტაციას გაივლიან თავისუფალი უნივერსტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან, რომლებიც სტაჟირებას უნივერსიტეტის „ბიზნესის სამართლის კლინიკაში“ გადიან.
მის: გულუას N1
11:00 საია გამართავს კონფერენციას „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. კონფერენციას გახსნის საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
მის: კოსტავას ქ.#14, სასტუმრო რუმსი
11:30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ სტუდიაში მედიის წარმომადგენლებისთვის მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
12:00 საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში გაიმართება საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და “ზედაზენის“ ხელმძღვანელობა შეხვდება.
13:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ბრიფინგი თემაზე რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს
13:00 თბილისის ოპერის თეატრის სარკეებიან დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი, იანო ალიბეგაშვილი და ლადო ათანელი.