ახალი ამბები

ფოტორეპორტიორებს ნასამართლეობა მოუხსნეს

28 მარტი, 2013 • 1052
ფოტორეპორტიორებს ნასამართლეობა მოუხსნეს

გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს  ჯაშუშობას.

 

ფოტორეპორტიორების დაკავებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. 2011 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქომ სასამართლომ დაკავებულები გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რის შემდეგაც ოთხივე დაკავებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მათ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოუტანეს განაჩენი.

 

გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენეძისთვის დაედო პირობით სასჯელი 4–4 წლის გამოსაცდელი ვადით, ქურციკიძეს – 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ნათია გედენიძეს – 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი