„ის მოძრაობდა “ლენდ კრუიზერით” და გაბრაზდა იმაზე, ძველმა “მერსედესმა” რატომ არ დაუთმო გზა. ჩვენს მძღოლთან ერთად მანქანაში ისხდნენ იურისტები – მთვარისა ცივაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ საია-ს აჭარაის ფილიალის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემ დაუდასტურა.
ინციდენტი მოხდა ბათუმში, გრიბოედოვს და გორგასლის ქუჩების კვეთაში.
ინციდენტის ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ვალერი თელია ბრალდებას უარყოფს. მან ბათუმელებს უთხრა, რომ ის მოდიოდა თავის გზაზე, ამ დროს ვიღაცამ გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ მანქანიდან და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა:
„მე არ ვიცი, ვინ იყო ეს მოქალაქე“, – უთხრა ვალერი თელიამ „ბათუმელებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან: “ჩვენც მედიიდან გავიგეთ ეს ინფორმაცია”.
