თელიას განცხადებით, იგი შეამოწმეს ალკოჰოლზე და დასკვნამ აჩვენა, რომ იგი ნასვამი არ არის. თელია ამბობს, რომ მზად არის ტესტი ჟურნალისტების თანდასწრებით გაიაროს.

 

მისივე თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მძღოლსაც ჩაუტარდა იგივე ტესტი და ტესტმა აჩვენა, რომ მძღოლი ნასვამია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძე ამბობს, რომ მძღოლი გადაჰყავთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დამატებითი ექსპერტიზისთვის.

 

გია ქარცივაძის განცხადებით, „აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომელს როინ ფარტენაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიგარეტი მიაწვა შუბლზე“. 

 

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს, 14:00 საათზე საიას სათაო ოფისში, თბილისში პრესკონფერენცია გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *