ახალი ამბები

ვინ რისთვის დააჯარიმა პატრულმა 2013-2016 წლებში? – IDFI-ის მონაცემები

30 ივნისი, 2017 • 4099
ვინ რისთვის დააჯარიმა პატრულმა 2013-2016 წლებში? –  IDFI-ის მონაცემები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI აქვეყნებს მონაცემებს, თუ როგორი იყო საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკა 2013-2016 წლებში. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებს ეყრდნობიან.

როგორც კვლევიდან ირკვევა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლების დაჯარიმების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება, ვიდეოჯარიმების წილი კი ყოველწლიურად 20-დან 25 პროცენტამდე მერყეობს.

IDFI-ის მონაცემები, საიდანაც ირკვეევა, რომ 2016 წელს პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შემცირდა

IDFI-ის მონაცემები, საიდანაც ირკვეევა, რომ 2016 წელს პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შემცირდა

“2013-2016 წლებში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმებულთა ტენდენციები ხშირ შემთხვევაში საქართველოში არსებულ არათანმიმდევრულ საჯარიმო პოლიტიკაზე მიუთითებს. კონკრეტულ სამართალდარღვევებზე დაჯარიმებულთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება, შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორების არარსებობის პირობებში, საჯარიმო პოლიტიკის მიზანმიმართულად შერბილების თუ გამკაცრების ნიშნებს შეიცავს. მაგალითად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უცვლელი სანქციების პირობებში, დაახლოებით 300 ათასით ნაკლები საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, რაც უმეტესწილად განპირობებულია დაბალჯარიმიან დარღვევებზე კონტროლის შესუსტებით,”- წერს IDFI.

 

[red_box]არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა[/red_box]

2014 წლიდან ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციები გამკაცრდა – 200-ლარიანი ჯარიმა 2014 წლიდან შეიცვალა მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სანქციების გამკაცრებასთან ერთად, 2014 წლიდან იკლებს საპატრულო პოლიციის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულთა საერთო რაოდენობა.

2013 წელს საქართველოში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის მუხლით სულ დაჯარიმებულია 55,096 პირი. ეს მაჩვენებელი 2014 წელს თითქმის განახევრდა და 29,637 შეადგინა. 2015 წელს დაჯარიმებულთა რაოდენობამ გარკვეულწილად მოიმატა (35,775), ხოლო 2016 წელს კვლავ შემცირდა და დაახლოებით 2014 წლის ნიშნულს – 30,655 პირი – გაუტოლდა.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

 

რაც შეეხება უშუალოდ ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ ავტომობილის მართვას, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2014-2016 წლებში მართვის მოწმობა 6 თვით, ჯამში, 69 733 მძღოლს შეუჩერეს:

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

როგორც IDFI ამბობს, სანქციების გამკაცრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ავტომობილების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით.

ავტომობილის მართვა მართვის უფლების გარეშე

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2014 წლიდან სანქციების გამკაცრების ფონზე მოქალაქეები მეტად იკავებენ თავს მართვის უფლების არმქონე პირისთვის ავტომობილის გადაცემისგან, თუმცა 2014 წლიდან იზრდება მართვის უფლებაშეჩერებული მძღოლების მიერ საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

[red_box]სიჩქარის გადაჭარბება[/red_box]

საქართველოს კანონმდებლობით, მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდება, თუ დადგენილ ნორმას გადააჭარბებს 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით.

IDFIის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013-2016 წლებში, ერთეული შემთხევების გარდა, საპატრულო პოლიცია მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენას ვიდეოკამერების საშუალებით ახდენს.

ამ სტატისტიკის თანახმად, 2014 წლიდან სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისიწინებული ჯარიმის განახევრებასთან ერთად ყოველწლიურად მატულობს ამ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა. კერძოდ, 2013 წელს სულ დაჯარიმდა 159,138 პირი, 2014 წელს – 174,778 პირი, 2015 წელს – 187,930 პირი, ხოლო 2016 წელს – 199,606 პირი.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

[red_box]უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა[/red_box]

2014 წლიდან სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, სიჩქარის გადაჭარბების მსგავსად, განახევრდა და 100 ლარის ნაცვლად შეადგენს 50 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად შეადგენს 100 ლარს.

სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაჯარიმებული იყო 38,409 პირი, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენისათვის- 3,672 პირი. 2014 წელს, სანქციების შერბილების ფონზე, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით ორჯერ (77,845 პირი), ხოლო განმეორებით ჩადენისათვის დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით სამჯერ (10,773 პირი) გაიზარდა.

2015 – 2016 წლებში ამ სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა შემცირდა. მაგალითად, 2016 წელს ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის სულ დაჯარიმდა 61,434 პირი, ხოლო მისი განმეორებით ჩადენისთვის- 6,017 პირი.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

 

[red_box]შუქნიშნის ან სხვა ამკრძალავი ნიშნის დაუცველობა[/red_box]

შუქნიშნის და სხვადასხვა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნების დაუცველობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს. 2013-201 წლებში ჯარიმის ოდენობა არ შეცვლილა.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის შემდეგ მგავსი სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. 2016 წელს სულ დაჯარიმებულია 41,072 პირი, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2013 წელს შეადგენდა 67,456 პირს.

“დაჯარიმებულ პირთა არსებული ტენდენციები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ბოლო წლებში საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევების კონტროლი შესუსტებულია,”- წერს IDFI.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

[red_box]ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დარღვევა[/red_box]

2014 წლიდან ქვეითად მოსიარულის და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული 3-ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, ამ სამართალდაღრვევისათვის 2013 წელს დაჯარიმდა 37 273 პირი, 2014 წელს – 19 547 პირი, 2015 წელს – 27 978 პირი, ხოლო 2016 წელს – 12 512 პირი.

 

“2014 წელს წინა წელთან შედარებით, დაჯარიმებულთა რაოდენობის განახევრება შესაძლებელია დავუკავშიროთ სანქციის გამკაცრებას. თუმცა, მომდევნო წლებში უცვლელი სანქციის პირობებში, დაჯარიმებულთა არსებული ტენდენციები ცალსახად საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევის არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს,”- წერს IDFI.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

[red_box]ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები[/red_box]

როგორც IDFI წერს, შსს-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები, რომელმაც გამოიწვია ადამიანის დაღუპვა ან ჯანმრთელობის დაზიანება.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

შსს-ს აღრიცხვის შედეგების მიხედვით, 2013-2016 წლებში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს წარმოადგენს მანევრირების წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება. მაგალითად, 2016 წელს სატრანსპორტო შემთხვევების 29%-ის გამომწვევ მიზეზად სახელდება მანევრირების წესების დარღვევა, 23%- სიჩქარის გადაჭარბება , 7% – დისტანციის დაუცველობა, 5% – შემხვედრ ზოლში გადასვლა, 4% – ნასვამ მგომარეობაში მართვა. იმავე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების დროს.

19093065_2299064260317897_5574593397248455052_o (1)

“ყოველწლიურად მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხევების 17- 19%-ის გამომწვევი მიზეზი არის დაუდგენელი. აღნიშნული მაჩვენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების შეფასების არაეფექტურობაზე მიუთითებს… განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემური მონაკვეთების, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება და მათი ანალიზის პროგრამის შემუშავება. სასურველია, შეიქმნას შავი წერტილების სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რაც ხელმისაწვდომი იქნება ღია მონაცემების ფორმატში. ეს მონაცემები დაინტერესებულ პირებს, ისევე როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ანალიზზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ინფორმირების გაზრდას პრობლემური მონაკვეთებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების შესახებ,”- წერს IDFI.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი