წარმოგიდგენთ 30 ივნისს გასამართი ღონისძიებების ანონსს:
10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
10:30 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, დარბაზი N306
09:30-ზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) თანამშრომლობით, გამართავს კონფერენციას: “მიგრაცია: ადამიანის უფლებები, განვითარება და უსაფრთხოება”.
11:00 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი N301
11:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი N304
11:00 საათზე აგრარულ უნივერსიტეტში ლიმერიკის უნივერსიტეტი, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, თბილისში დასკნითი კონფერენციას გამართავს და პროექტის კვლევითი საქმიანობის შედეეგებს წარადგენს.
11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ცენტრალურ ოფისში ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები.
11:00-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ხვალიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144.
11:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
12:00 პარლამენტის საგაზაფხული სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
15:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „მედიქლაბჯორჯია“-სთვის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია JCI-ის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. მისამართი: ტაშკენტის ქუჩა #22ა, თბილისი.
16:00 საათზე, ყოველწლიური ხელოვნების ფეტივალი ,,ქართული სული 2017’’-ის ფარგლებში ველისციხეში, ვასო გოძიაშილის სახელობის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,რუსთავის’’ კონცერტი გაიმართება.
16:00 საათზე, სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე: „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება“ მისამართი: სასტუმრო „ამბასადორი“. იოანე შავთელის 17.