ნეტგაზეთი | პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს – Netgazeti
RU | GE  

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეცის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს.

„საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დავიწყოთ ახალი პროცესი დიალოგის და კონსენსუსის, ღირებულებებიდან გამომდინარე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი