როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცლეებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, წირვა მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით ჩატარდა და ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლებას მიეძღვნა.
წირვის დასასრულს მეუფე სპირიდონმა შეკრებილ მრევლს მიმართა და მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა:
“უძველეს ქრისტიანულ კუთხეში უნდათ რაღაც უცნაური, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი, რაღაც უცხო სარწმუნოება შემოიტანონ და ააშენონ იმათი მეჩეთი. ეს არის საშინელი ცოდვა. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ასიათასობით ქართველი გაწყვიტა,“ – იქადაგა მეუფე სპირიდონმა.
წირვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესწრებოდნენ.
