“შეუძლებელია თვითონ წყალში მუშაობა, ზღვა გაგიჟებულია. წყალში შესვლას აზრიც არ აქვს , შეიძლება მაშველები დავკარგოთ. ამღვრეულია, მხედველობა არ არის და ძალიან ძლიერი ტალღებია. მაშველები ადგილზე არიან, ვიზუალურად ვუყურებთ, სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებთ”. – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნაკაშიძემ.
მისივე თქმით, სამსახურმა გამოძახება გუშინ, 23 მარტს, საღამოს 9–10 საათზე მიიღო. დაკარგული მამაკაცი 55 წლისაა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, დილის 5 საათზე, ბათუმში შტორმი დაიწყო და ამ დრომდე ბოლომდე არ ჩამდგარა.
“წყალი ბულვარის ტერიტორიას გარკვეულ ადგილებში წვდება, მაგრამ მდგომარეობა ისეთი საგანგაშო, როგორიც დილის 5 საათზე იყო, აღარაა. ზღვამ ქვა–ღორღი და სხვა ნარჩენები შემოიტანა. მატერიალური ზარალი, როგორც ასეთ, დიდი არ არის, განათების ბოძებია რამდენიმე დაზიანებული და ქვა–ღორღია შემოტანილი ბულვარის ტერიტორიაზე”.– განუცხადა “ნეტგაზეთს” ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახური უფროსმა ჰუსეინ სირაბიძემ.
სირაბიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ბალი იყო შტორმის სიმძლავრე, თუმცა ამბობს, რომ სიმძლავრე დაახლოებით ხუთიდან ექვს ბალამდე მერყეობდა.
მისივე თქმით, მერიის სამსახურები გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან, ხოლო დღის მეორე ნახევარში შტორმის ჩადგომას ელოდებიან.
