ახალი ამბები

პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველობის კოდექსში ფორსირებულად არ უნდა შეიტანონ ცვლილებები

27 ივნისი, 2017 •
პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველობის კოდექსში ფორსირებულად არ უნდა შეიტანონ ცვლილებები

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება საქართველოს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მისი პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის აზრით, ცვლილებების მიღება თვითმმართველობის შესახებ ფორსირებულ რეჟიმში არ უნდა ხდებოდეს და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა:

“მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე. ჩვენ ამ საკითხს მივადებნებთ თვალყურს,” – განაცხადა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი