10:30 ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (8 პირის) საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაციას. შესწავლილი საქმეები საქართველოში ლტოლვილის სტატუსის და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება.
10:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძის ინიციატივით, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკაში – “ახალ სიცოცხლე”, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #21ა
10:00 მთავარ პროკურატურასთან ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ დაბა ბაკურიანის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ყადაღის დადებას. ადვოკატი პროკურატურის ინტერესებზე საუბრობს.
10:00 საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონული კონფერენცია გაიმართება.
მისამართი: გორგასლის 24.
11:00 GDI და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავენ ერთობლივი განცხადებით შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
11:00 თეთრი ხმაურის მოძრაობის ოფისში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პრეკონფერენციას გამართავს.
მისამართი: (ალ. პუშკინის 13, მე-4 სართული)
11:00 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება თბილისის კინოკოლეჯის გახსნისადმი მიძღვნილი ინტენსიური კურსები კინოწარმოებაში. კურსის პირველ გაცნობით ღია ლექციაზე, რომელიც 27 ივნისს 11 საათზე „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. 8#) ჩატარდება,
დასწრება თავისუფალია.
11:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში პრეზენტაცია გაიმართება.
11:00 “ევროპული საქართველოს” ოფისში სერგო რატიანის ბრიფინგი.
თემა – საატესტატო გამოცდების შედეგები
11:00 სასტუმრო „ბეტსი“–ში (მაყაშვილის ქუჩა 32-34) „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს შეხვედრას საქართველოში დაგეგმილი 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესისა და ყაზბეგის რაიონში მიმდინარე 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქსანი – სტეფანწმინდას“ პროექტების თაობაზე.
მისამართი: წერეთლის გამზირი 116 “დიდუბე პლაზა” მეორე სართული
12:00 სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ სამწლიანი საქმიანობის შეჯამება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
13:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენენ ღია წერილს, რომელიც გაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა დოპლომატიურ წარმომადგენლობას, ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. წერილი შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებას.
15:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება „სპორტის სფეროს თაობაზე ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის “ რიგით მესამე სხდომა.