ახალი ამბები

Global finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

22 მარტი, 2013 •
Global finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

„ყოველ რეგიონსა და ცალკეულ ქვეყანას აქვს განსხვავებული გამოწვევები ბანკებისთვის და მათი მომხარებლებისთვის, განსაკუთრებით იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც დღესდღეობით გლობალური ფინანსური ბაზრები იმყოფება,“ ამბობს Global finance-ის რედაქტორი. „სწორად, ამის გამო, მომხმარებლები დამოკიდებულნი არიან თავიანთი პარტნიორი ბანკების წარმატებულ საქმიანობასა და მომსახურების ხარისხზე. გამარჯვებული ბანკები კი ასეთ ბაზრებს უმაღლესი დონის გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.“

 

„ჩვენ გვეამაყება ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ამ ნომინაციის გამარჯვებული საქართველოში 2012 წელსაც ჩვენ გავხდით. მსგავსი მსოფლიო დონის ჯილდოს მიღება, ასახავს ბანკის სიძლიერეს და სტაბილურ განვითარებას, მომხარებლებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას,“ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ბანკის გენერალურმა დირექტორმა

 

ამ ნომინაციაში გამარჯვება 2012 წელსაც თიბისი ბანკმა მოიპოვა. გარდა წლის საუკეთესო ბანკის სტატუსისა, Global Finance-ისგან თიბისი ბანკმა გასულ წელს  კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით დასახელდა, როგორც “საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი“, ხოლოსაქართველოს მასშტაბითროგორც “საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი“. თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი