ახალი ამბები

ანონსი: 26 ივნისი

25 ივნისი, 2017 •
ანონსი: 26 ივნისი

გთავაზობთ, 26 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება გაიმართება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ყოველი წლის 26 ივნისს.

11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მორიგი სხდომა სააქციო საზოგადოება „თამ თბილავიამშენის“ აქციონერთა სარჩელზე სახელმწიფოს მიერ 21 აქციონერისათვის აქციების იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებით. დაზარალებულების ინტერესებს სასამრთლოში საია იცავს.

19:00 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ კახეთის გზატკეცილზე „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი – GeNPUD”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა გამართავს საპროტესტო აქციას შემდეგი გზავნილებით: მე, ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვარ კრიმინალი! ჩემი რეპრესია შენი რეგრესია! მზრუნველობა დასჯის ნაცვლად!” მარინა ასათიანი, ქსელის მედიაკოორდინატორი – მობ: 599 11 99 99

მასალების გადაბეჭდვის წესი