ახალი ამბები

შეერთებული შტატები საქართველოს ლიდერებს შეთანხმებას ულოცავს

21 მარტი, 2013 • 970
შეერთებული შტატები  საქართველოს ლიდერებს შეთანხმებას ულოცავს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს:

 

“ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას.”

 

დღეს საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების პროცესში.

 

კენჭისყრას წინ უძღვოდა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის დაკმაყოფილება სარეიტინგო გამოკითხვის შესახებ, რომლის შედეგებით უმრავლესობამ საკონსტიტუციო უმრავლესობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა და 7 დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.

 

პარლამენტში დღეს დილიდან იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი