გთავაზობთ 23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10.00 – სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს – „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.
11:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
11.30 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამშენებლო კომპანია M2, USAID და UNICEF შშმ ბავშვების მცირე საოჯახო სახლის მშენებლობის კაფსულას ჩადებენ. მისამართი- დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მარჯვენა მხარეს, M2-ის ბანერთან
12:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 – ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება მედიატურნირთან დაკავშირებული პრესკონფერენცია, რომელსაც სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრება. მედია ტურნირი, 24 ივნისს სოფელ ჩითახევში ექსტრემალურ ტრიატლონში ჩატარდება.
12:00 – თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენას გახსნის. მის: შარტავას 7
12:00 – პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა
20:00 – ჰარდ როკ კაფეში “Old School Party”-70’s სერია დაიწყება