ახალი ამბები

ანონსი – 22 ივნისი

21 ივნისი, 2017 •
ანონსი – 22 ივნისი

გთავაზობთ 22 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდისა“ და “საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების” ორგანიზებით, სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო ორ დღიანი კონფერენცია სახელწოდებით, „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა“ გაიმართება. კონფერენციაზე შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირების შესახებ და ასევე, საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში 2017 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი №4, „სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი“.

10:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ოფისში, არასამთავრობო ოგრანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. მიხელ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს ხელმძღვანელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებენ. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცხადებული გადაწყვეტილების კონსტიტუციაში ასახვა ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებაა და რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე. მისამართი: მისამართი: ონიაშვილის N37.

11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ–ში“ საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ასახულია 2016 წლის განმავლობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები. მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1.

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანიას სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: თავისუფლების N2.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “პამორამა თბილისის” საქმეზე, საიას სარჩელის განხილვა დაიწყება. საქმეზე მთავარი სხდომაა დანიშნული.

15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: აგვისტოში დაგეგმილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომელსაც საქართველო მასპინძლობს პროექტ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში.

15:45 საათზე, ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგის და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება. ძეგლის შესაქმენლად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა.

19:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სპორტული ფილმების ფესტივალის გახსნა და ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 21 ფილმი, მათ შორის 5 უცხოური. ფესტივალი 25 ივნისს დაიხურება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას N76.

მასალების გადაბეჭდვის წესი