ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ველოსიპედების იმპორტი იზრდება, თუმცა, არასტაბილურად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2016 წლებში საქართველოში 412 799 ველოსიპედია იმპორტირებული.

რაც შეეხება თანხებს, რომლებიც ველოსიპედების იმპორტთანაა დაკავშირებული, ისიც არასტაბილურად იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა – 2751.4 ათასი აშშ დოლარი.  თუმცა 2014 წლის შემდეგ იმპორტირებასთან დაკავშირებულმა თანხებმა დაიკლო.

თუ შევადარებთ 2010 წლიდან 2016 წლამდე საქართველოში იმპორტირებული ავტომობილებისა და ველოსიპედების რაოდენობას , ველოსიპედების რაოდენობა მცირეა, თუმცა ბევრად არ ჩამოუვარდება.

6 წლის პერიოდში საქართველოში 412 799 ველოსიპედია იმპორტირებული, მაშინ, როცა ავტომობილების რაოდენობა 522 625 ერთეულია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *