“მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის უკვე დიდი ხანია რაც აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დაძაბულ და საინტერესო სარაგბო დაპირისპირებად იქცა. წლების განმავლობაში საქართველო და რუმინეთი პირველ პოზიციებს იკავებენ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, ხოლო ამ უკანასკნელ პერიოდში კი ლიდერობა ხელთ ბორჯღალოსნებმა იგდეს. სულ ბორჯღალოსნები და მუხის ფოთლები 16-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან ყველაზე დასამახსოვრებელად ალბათ ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 25-9 სძლია”– აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ–გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩი რუმინეთსა და საქართველოს შორის დღეს, 16 მარტს ბუქარესტში გაიმართა. მატჩის ტელეტრანსლირება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უზრუნველყო და თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.
