ახალი ამბები

24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის შემცვლელებს აირჩევენ

19 ივნისი, 2017 •
24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის შემცვლელებს აირჩევენ

24 ივნისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდება მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია, სადაც საბჭოს ოთხ ახალ წევრს აირჩევენ.

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 24 ივნისს არჩეული წევრები ჩაანაცვლებენ საბჭოს მოსამართლე წევრებს: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ლევან მურუსიძე, შოთა გეწაძე. მათ უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ეწურებათ.

გარდა ამისა, კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა.

იუსტიციის უმაღესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე უნდა წარმოადგინონ კანდიდატურა. აკრედიტაციისათვის მათ უნდა მიმართონ მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს მისამართზე: ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.

მასალების გადაბეჭდვის წესი