“ვიყავი ერთ საქმეზე დაბარებული, ეს ეხება უკანონო მოსმენებს, სადაც პროკურატურა აპირებს, რომ დაზარალებულად მცნოს, მე მგონი, იმიტომ, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების მერე. ოქტომბერი-ნოემბერი სრულად და ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გამოგზავნილი ვირუსებით. თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლოს მიერ, რომელიც ახალი ხელისუფლების დანიშნული იყო და მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი. ეს ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა და ვინც ამაში ბრალდებულია, ამას აკეთებდა თავისი ინიციატივით, რისიც მე არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით. ისინი უსმენდნენ ასევე ჩემს ბიძაშვილს და სხვა ბევრ ადამიანს ალბათ, მე ეხლა ვერ დავიწყებ დეტალების განხილვას იმიტომ, რომ გამოძიების ინტერესები არ იძლევა ამის საშუალებას”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “ღია ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ოქრუაშვილი: ჩემი საუბრები ისმინებოდა მთავრობის ცვლილების შემდეგ
-
04.11.2026
აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
-
03.11.2026
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით – კალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს
-
03.11.2026
მოქალაქეები კარგავენ შესაძლებლობას დარღვევების რეალური მიზეზები გაასაჩივრონ – ტორჩინავა
-
03.11.2026
ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე
-
03.11.2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
-
03.11.2026
ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს
