“ვიყავი ერთ საქმეზე დაბარებული, ეს ეხება უკანონო მოსმენებს, სადაც პროკურატურა აპირებს, რომ დაზარალებულად მცნოს, მე მგონი, იმიტომ, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების მერე. ოქტომბერი-ნოემბერი სრულად და ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გამოგზავნილი ვირუსებით. თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლოს მიერ, რომელიც ახალი ხელისუფლების დანიშნული იყო და მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი. ეს ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა და ვინც ამაში ბრალდებულია, ამას აკეთებდა თავისი ინიციატივით, რისიც მე არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით. ისინი უსმენდნენ ასევე ჩემს ბიძაშვილს და სხვა ბევრ ადამიანს ალბათ, მე ეხლა ვერ დავიწყებ დეტალების განხილვას იმიტომ, რომ გამოძიების ინტერესები არ იძლევა ამის საშუალებას”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “ღია ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ოქრუაშვილი: ჩემი საუბრები ისმინებოდა მთავრობის ცვლილების შემდეგ

-
17.09.2026 აშშ-მ პოლონეთში შესაძლოა მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას -
17.09.2026 ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებს -
17.09.2026 “სისტემას სურს, მოქალაქე გარე სამყაროს მოსწყვიტოს“ — რატომ მცირდება მსოფლიო ისტორიის საათები სკოლაში -
17.09.2026 რუსული დრონების ჩამომგდები კიდევ ერთი აპარატი გამოიცადა — ზელენსკი -
17.09.2026 სუს-ში მეორე ფიგურად ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა -
17.09.2026 შოიგუმ შალვა პაპუაშვილი შეაქო