წარმოგიდგენთ 16 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:00 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულების სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი. ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ) ერიკ ტონგრენი. ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის რესპუბლიკების მთავრობის წარმომადგენლები.
11:00 სასტუმროში ,,ბილტმორი“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე “სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება. საგრანტო პროგრამისთვის, რომლის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა, დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს დამატებით 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო. პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან.
11:00 საათზე, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად, გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი კონცერტს გამართავს. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
11:30 საათზე „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, გამოძიება განახლდა პოლიციელთა მიერ ნაცემი მოქალაქის საქმეზე, პროკურატურამ გამოძიება იმავე გამომძიებელს დაავალა, რომელიც ამავე საქმეს ადრე არაეფექტიანად და უშედეგოდ იძიებდა.
13:00 საათზე ‘’ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოაწყობს სოციალური პროგრამის პრეზენტაციას, მაჟორიტარ კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად. მის: ქვემო ფონიჭალა (უსინათლოების დასახლება). საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 ნინო ორდენიძე 599 48 11 11