ახალი ამბები

პრეზიდენტის ურთიერთობა ეკლესიასთან

14 მარტი, 2013 •
პრეზიდენტის ურთიერთობა ეკლესიასთან

მართლმადიდებლურ ეკლესიას, კონსტიტუციურად აღიარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 2006 წლიდან დღემდე თანხა – 91 137 000 ლარი ბიუჯეტიდანაც შეხვდა.

 

ყველაზე გულუხვი პრეზიდენტის ფონდი ეკლესიის მიმართ 2008 წლის დასაწყისში იყო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ამ ფონდიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ეკლესიას 1,7 მილიონი ლარი გამოუყო. 

 

ამ წლებში პრეზიდენტის ფონდიდან ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2 170 290 ლარი დაიხარჯა. პატრიარქის დაბადებისა და აღსაყდრების დღესასწაულებთან დაკავშირებით – 1 741 010 ლარი; სარფში ეკლესიის ასაშენებლად – 1,450 მილიონი, შუახევში ეკლესიის მშენებლობის და საგანმანათლებლო მიზნებისთვის 600 ათასი ლარი; ფოთში ტაძრის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი, საიდანაც 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის გამოიყო. თანხები წლების მიხედვით შემდეგ საქმიანობაზე გადანაწილდა:

 

2007 წელი – 1 435 644 ლარი

 

21 იანვარი: სოფელ წავკისში მდებარე საპატრიარქოს უმწეოთა თავშესაფრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 20 ათასი ლარი.

 

17 აპრილი: წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუმბათის ნაწილების მოოქროვების დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 667 644 ლარი.


28 სექტემბერი: ილია II დაბადების 75, მღვდელმთავრობის 45, და აღსაყდრების 30 წლისთავისადმის მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების დასაფინანსებლად ფონდიდან გამოიყოს 700 000 ლარი.

 

16 ოქტომბერი: ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში გათბობის სისტემის უზრუნველყოფისთვის, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 48 000 ლარი.

 

13 დეკემბერი: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების – რომან, ტრისტან, ტარიელ და სოფო ც-სისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა-საკუთრებაში გადაცემის, საწყის ეტაპზე მათი მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 8 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამ დოკუმენტსაც ხელს ნინო ბურჯანაძე აწერს.

 

2008 წელი – 5 484 800 ლარი

 

3 იანვარი: სოფელ სარფში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 1 000 000 ლარი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადადგა, შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აწერს. 

 

ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 700 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

10 იანვარი: ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაშია არსებული ეკლესია-მონასტრების შეშითა და ქვანახშირით უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის ფონდიდან 10 200 ლარი გამოყო. ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

შეშითა და ქვანახშირით უზრუნველყოფის მიზნით, სარეზერვო ფონდმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს 18 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გამოეყო. ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

14 იანვარი: ავტომანქანების შეძენისთვის საჭირო ხარჯების მიზნით… სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 1 693 300 ლარი. ეს ავტომანქანები გადაცეს საქართველოს საპატრიარქოს დანართის შესაბამისად ეპარქიებისთვის გადანაწილების მიზნით. დოკუმენტს ხელს ნინო ბურჯანაძე აწერს.

 

15 იანვარი: რეზიდენციის ასაშენებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით სარეზერვო ფონდიდან ცხუმ-აფახაზეთის ეპარქიას გამოუყოს 100 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბიურჯანაძე.

 

რეზიდენციის ასაშენებლად სარეზერვო ფონდიდან ახალქალაქისა და კუმორდის ეპარქიას გამოეყოს 100 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბიურჯანაძე.

 

21 იანვარი: საპატრიარქოსთვის ავტომანქანის შეძენა-გადაცემისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 96 900 ლარი.

 

31 მარტი: დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 200 ათასი ლარი.

 

17 აპრილი: ხარაგაულის ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 20 ათასი ლარი.

 

2 მაისი: კათოლიკოს პატრიარქის ილია II დაბადების 75, მღვდელმთავრობის 45 და აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების დამატებითი დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 300 000 ლარი.

 

13 მაისი: შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო-საგანმანათლებლო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

18 ივლისი: ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების საჭირო ხარჯების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 300 000 ლარი.

 

16 სექტემბერი: შუახევში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო-საგანმანათლებლო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის დამატებითი დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

31 ოქტომბერი: სალხინოს დადიანისეული სახლის რესტავრაციისა და კარის ეკლესიისა და დადიანისეული მარნის აღსადგენის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

16 დეკემბერი: ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის კეთილმოწყობის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 62 000 ლარი.

 

25 დეკემბერი: საპატრიარქოსთვის გადაცემის მიზნით „ტოიატა ლენდკრუიზერი პრადოს“ (6 ერთეული) შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 302 400 ლარი.

პატრიარქი და პრეზიდენტი
პატრიარქი და პრეზიდენტი

 

2009 წელი – 280 210 ლარი

 

3 თებერვალი: საპატრარქოსათვის ავტომანქანის შეძენა-გადაცემისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად ფონდიდან გამოიყოს 30 600 ეკვივალენტი დოლარის ლარი.

 

13 აპრილი: შუახევში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო კომპლექსის მშენებლობის დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

3 ივლისი: საპატრიარქოსთვის გადაცემის მიზნით „ტოიატა ლენდკრუიზერი პრადოს 2,7“-ის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 47 090 ლარი.

 

21 სექტემბერი: წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მიერ დაწერილი სირია-პალესტინაში მოგზაურობის დღიურის „იერიქონის ვარდები“ ინგლისურ და ქართუულ ენაზე თარგმნისა და რედაქტირებისთვის სჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 2 520 ლარი.

 

2010 წელი – 20 000 ლარი

 

24 მარტი: აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაწერილი საეკლესიო საგალობლების კომპაქტ დისკის „ლოცვები სამშობლოსათვის“ გამოსაცემად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 20 000 ლარი.

 

2011 წელი – 1 674  423 ლარი

 

29 მარტი: სოფელ სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის დასრულებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

16 მაისი: თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 290 000 ლარი.

 

6 ივლისი: 2011 წლის 10-15 ივლისს საქართველოში სომხეთის ეკლესიის მეთაურის გარეგინ II-ის სტუმრობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 30 000 ლარი.

 

25 ნოემბერი: წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებისთვის სახელმძღვანელო წიგნების შეძენის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 4423 ლარი.

 

1 დეკემბერი: სხალთის ეპარქიაში საგანმანათლებლო საქმიანობისა და საეკლესიო მშენებლობისთვის ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

26 დეკემბერი: სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 250 000 ლარი.


28 დეკემბერი: ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანასების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 700 000 ლარი. აქედან 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის, ხოლო 100 ათასი ლარი – ტაძრის რეაბილიტაციისთვის.

 

2012 წელი – 1 506  010 ლარი

 

27 ივლისი: თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის გარე ფასადის მოპირკეთებისა და ეზოს მოწესრიგებისთვის გამოიყოს 60 000 ლარი.

 

31 ივლისი: ჩხოროწყუში ეკლესიის მშენებლობის დასამთავრებლად გამოიყო 105 000 ლარი.

 

15 აგვისტო: კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 374 225 ლარი.

 

21 აგვისტო: ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის გასაგრძელებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 150 000 ლარი.

 

24 აგვისტო: სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის გასაგრძელებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 50 000 ლარი.

 

17 სექტემბერი: ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 400 000 ლარი.

 

17 ოქტომბერი: კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „შემობრუნება სულიერებისკენ“ უზრუნველსაყოფად ფონდიდან გამოიყოს 230 565 ლარი.

 

24 ოქტომბერი: ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილია ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური ვარიანტისა (ათასი ცალი) და ალბომის ქართული ხელნაწერი წიგნის (ათასი ცალი) გამოცემისთვის საჭირო დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 136 220 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი