ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია 12 ივნისს Golden State Warriors-თან ერთად ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ჩემპიონი გახდა.
ზაზა ფაჩულია არის პირველი ქართველი, ვინც NBA-ის საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი გახდა.
“სიტყვები არ მყოფნის, ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემთვის. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში ჩამოვა თასი და ჩამოვა ბეჭედი. გილოცავთ ყველას!”- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
ზაზა ფაჩულია 2000 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია. იგი NBA-ში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგადაა აღიარებული, 2003 წლიდან თამაშობს. ფაჩულია წელს თითო თამაშში საშალოდ 5.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.