ახალი ამბები

ადიდებულმა არაგვმა ფასანაურში ახალგაზრდა კაცი გაიტაცა

11 ივნისი, 2017 • 5661
ადიდებულმა არაგვმა ფასანაურში ახალგაზრდა კაცი გაიტაცა

10 ივნისს ფასანაურში ადიდებულმა არაგვმა ახალგაზრდა კაცი გაიტაცა. მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ხანდოს ხევში იპოვეს.

როგორც თვითმხილველი ამბობს, მისი მეგობარი ხიდიდან გადახტა მდინარეში, თუმცა გასაგრილებლად და არა თვითმკვლელობის მიზნით. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდამ რამდენჯერმე სცადა ადიდებული არაგვიდან გამოსვლა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

მეგობარმა, ვისთან ერთადაც დაღუპული ბოლოს იმყოფებოდა, მაშინვე გამოიძახა სამაშველო სამსახური, თუმცა მათ გამოჩენამდე ადგილობრივი მოსახლეობა ეძებდა ახალგაზრდას არაგვში. რამდენიმესაათიანი სამძებრო მოქმედებების შემდეგ, ფასანაურიდან ცოტა მოშორებით, მაშველებმა ცხედარი ხანდოს ხევში იპოვეს.

ფასანაურში ადიდებულმა არაგვმა ახალგაზრდა კაცი გაიტაცა. ცხედარი მაშველებმა ხანდოს ხევში იპოვეს. 10.06.2017. ფოტო: ნეტგაზეთი

ფასანაურში ადიდებულმა არაგვმა ახალგაზრდა კაცი გაიტაცა. ცხედარი მაშველებმა ხანდოს ხევში იპოვეს. 10.06.2017. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი