
მიუღებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გარკვეული შიდა ან გარე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების უგულველყოფით, რეალობას მოწყვეტილ აბსტრაქტულ საშიშროებებზე საუბრობს, რითაც ქვეყნის სხვადასხვა ეროვნული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებს ერთმანეთს უპირისპირებს და უარყოფით სტერეოტიპებს ნერგავს.
აღსანიშნავია, რომ 2003-12 წლების განმავლობაში ხელისუფლება ეროვნული უმცირესობების მრავალრიცხოვანი პრობლემების არსებობასაც კი უარყოფდა და ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმნიდა და ართულებდა არსებულ ვითარებას”, – ნათქვამია სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მე დღეს განცხადებას ვაკეთებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სომეხი ეროვნების წარმომადგენელი. პრეზიდენტის მრავალჯერადი განცხადება სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან შესაძლო მოწყვეტის შესახებ არის საბოტაჟი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სააკაშვილს სურს თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს. ეს არ მოხდება. ვაცხადებ ამ კუთხის სახელით.
სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე.ულამაზესი არა მხოლოდ თავისი ბუნებით, არამედ თავისი ხალხით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ძმებივით ცხოვრობდნენ ამ მიწაზე.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს- ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით.ამას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობაა არა მტრობის და სიძულვილის დათესვა თავის ქვეყნის მოქალაქეებს შორის, არამედ პირიქით – მათში სიყვარულის და სიკეთის დანერგვა.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს- ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით.ამას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობაა არა მტრობის და სიძულვილის დათესვა თავის ქვეყნის მოქალაქეებს შორის, არამედ პირიქით – მათში სიყვარულის და სიკეთის დანერგვა.
ჩვენ დღემდე არ გავაკეთეთ კომენტარი მის განცხადებებზე, მაგრამ თუკი ის კიდევ გააგრძელებს ამაზე საუბარს, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება კიდევ უფრო მკაცრი“, -განაცხადა დეპუტატმა “ქართულო ოცნებიდან” რუსლან პოღოსიანმა 6 მარტს.