ახალი ამბები

პრემიერი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციით აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება

8 ივნისი, 2017 •
პრემიერი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციით აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება

პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღარ შეეძლება.

“მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა. ფორმულირება იქნება შემდეგი – სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას გააჩნია.

დღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარეომ ირაკლი კობახიძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი