ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კოსნტიტუციით აიკრძალება.
“ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი – ქარული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეების და მათი გაერთიანებების საკუთრებაში,” – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის და ეროვნული ინტერესების გათვალსიწინებით მიიღო
“კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო მიწები არ გასხვისდება მოქალაქეობის არმქონე პირებზე და ჩვენი ეროვნული, სტრატეგიული ინტერესი იქნება დაცული. გარდ ამისა, პარლამენტში შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც კონსტიტუციის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს მიწის გასხვისების შეზღუდვას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.