რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი დაბალშემოსავლიან და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეიძლება გადაეცეთ. ანტონოვის საჩივარში აღნიშნულია, რომ დეპარდიეს შემოსავლების მიხედვით, ეჭვგარეშეა, რომ ის არ არის უპოვარი. ამდენად, ანტონოვის თქმით, გროზნოს ადმინისტრაციის ქმედება რუსეთის საბიუჯეტო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.
აღნიშნულ საჩივარს უკვე გამოახმაურა ჩეჩნეთის მთავრობა. მათი თქმით, ბინა, რომელიც დეპარდიეს აჩუქეს, არ იყო მუნიციპალური საკუთრება.
“ბინა, რომელიც გადაეცა ჟერარ დეპარდიეს გროზნოში, განთავსებულია სახლში, რომელიც აშენებულია არასაბიუჯეტო სახსრებით. ის არ არის მუნიციპალური საკუთრება”, – განუცხადა “ინტერფაქსს” ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანმა.
მსახიობი ჟერარ დეპარდიე ჩეჩნეთის დედაქალაქში თებერვლის ბოლოს იმყოფებოდა, სადაც მას პირადად კადიროვმა უმასპინძლა. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დეპარდიეს ბინა აჩუქა გროზნოში, ხოლო მსახიობი მას დაპირდა, რომ გადაიღებს ფილმს გროზნოს შესახებ.
დეპარდიეს 2013 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, შესაბამისი პასპორტი მას პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადასცა.