ახალი ამბები

ანონსი – 8 ივნისი

7 ივნისი, 2017 •
ანონსი – 8 ივნისი

წარმოგიდგენთ 8 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართება პრესკონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია „სკატის“ მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი- აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს.

11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს.

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი’’ ოფიციალური გახსნა გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2.

12:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ქართველი 31 მწერლის ევროპის ლიტერატურულ ფესტივალში „ავტორთა კითხვის თვე“ ეძღვნება. პირველად ხდება, რომ 31 ავტორი ევროპის 4 ქვეყანაში ( ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უკრაინა) გამართავენ მკითხველთან შეხვედრებს და მათი ნამუშევრები ითარგმნება ჩეხურად, პოლონურად და უკრაინულად.

14:00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალ საინვესტიციო პროექტს გააცნობს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას.

19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების, „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

19:30 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის #07 აუდიტორიაში გაიმართება საგანგებო შეკრება, კონფერენცია – “დევნილი სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში”. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სტუდენტურ ორგანიზაციათა წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებისა თუ ჩაგვრის შემთხვევები. ადგილი: თსუ-ის პირველი კოპრუსის #07 აუდიტორია. ჭავჭავაძის #1. საკუნტაქტო პირები: ირაკლი კუპრაძე – 595084533; გიორგი ჩიხლაძე – 595854167.

მასალების გადაბეჭდვის წესი