ახალი ამბები

ქართულის შესწავლა ონლაინ ეთნიკური უმცირესობებისთვის

5 მარტი, 2013 • 3018
ქართულის შესწავლა ონლაინ ეთნიკური უმცირესობებისთვის

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის ელექტრონულად შემსწავლელი პროგრამის პრეზენტაცია 6 მარტს  ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გაიმართება.  

 

როგორც „ღია საზოგადოება საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამა ენის ფლობის დონეთა ევროპული სტანდარტის მიხედვითაა აგებული – A1 დონეზე 40 თემაა შემოთავაზებული.


“ყველა ინსტრუქცია და გრამატიკის ბლოკი წარმოდგენილია როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. A1, A2 და B1 დონეები მთლიანობაში 100 თემას აერთიანებს. კურსი შეიცავს 316 (რვა ტიპის) ინტერაქტიულ სავარჯიშოს, 142 საკითხავ ტექსტს, 702 ზეპირ და წერით სავარჯიშოს, 168 თვითშეფასების ტესტს, 125 აუდიოფაილს, 33 ანიმაციურ ფაილს, 12 ვიდეო და 161 გრაფიკულ ფაილს. განხორციელებული პროექტი პირველი უფასო ელექტრონული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით,”- წერია განცხადებაში.

 

„ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ განთავსებულია  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ვებგვერდზე: www.ice.ge/elearning_geo

 

მასალების გადაბეჭდვის წესი