გთავაზობთ 7 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.
10:45 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე კონფერენციას “სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე” გახსნის.
11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად.
11:00 საათზე პრაიმ ტაიმის პრეს კლუბში საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის საგანგებო ბრიფინგს მართავს. თემა: რუსული კომპანია ‘ არემჯი გოლდი’ კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებებს ფიტარეთის მე–13 საუკუნის სამონასტრო კომლექსის მიმდებარედ– ‘ ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე. სადაც ოქროს მომპოვებული კომპანია ღია კარიერული წესით ოქროს ამოღებას გეგმავს.
11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახს მოინახულებს, რომელსაც სამინისტრომ იპოთეკური სესხი დაუფარა. მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის ქ. N26 (შანხაის დასახლება)
11:00 საათზე სასტუმრო რადისონში,საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი დაახლოების შესახებ კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება და მასში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანი მონაწილეობენ.
11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას შეხვდება. მის.: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცენტრალური საარჩევნო კომისია.
11:00 საათზე „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ სააკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგი რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში, სოფიკო ჭიაურელის №13-ში ჩატარდება.
12:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სარჩელის განხილვა – საპოლიციო რეიდის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაზე.
საკონტაქტო ტელ.: 577 29 10 03