ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თავზე ჩამოცმული ტომრების გამო შს მინისტრის მოადგილემ გადაცემა დატოვა [ვიდეო]

6 ივნისი, 2017 • 8292
თავზე ჩამოცმული ტომრების გამო შს მინისტრის მოადგილემ გადაცემა დატოვა [ვიდეო]

რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ჟურნალისტები აფგან მუხთარლის საქმეზე მსჯელობენ. გადაცემის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს საზოგადოებისთვის ახალი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, თუმცა გადაცემა დატოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი წამყვანის, გიორგი გაბუნიას თავზე ჩამოცმული ტომარა იყო.

“არჩევანის” ეთერში თავზე ტომარა ყველა ჟურნალისტს ჰქონდა ჩამოცმული, თუმცა მინისტრის მოადგილის უკმაყოფილება წამყვანმა გამოიწვია. მან გიორგი გაბუნიას მოუწოდა, ტომარა მოეხსნა:

“მე სტუმრებთან დაკავშირებით იმდენად დიდი რეაქცია არ მაქვს, არამედ თქვენთან, ბატონო გიორგი. ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, გიყუროთ და ამ დროს გხედავთ თავზე ტომარაჩამოცმულს. გადაწყვიტეთ, ან ვაგრძელებთ და მოისმენთ ინფორმაციას, ან მე მარტივად შემიძლია გადაცემის დატოვება. ჟურნალისტის ელემენტალური ეთიკაა. მე არც ერთ სერიოზულ გადდაცემაში, არც ერთ სერიოზულ არხზე მინახავს, რომ თავზე ტომარaჩამოცმულ ჟურნალიტს მიhყავს ეთერი,” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გიორგი გაბუნიამ ტომარა არ მოიხსნა და შალვა ხუციშვილმა პირდაპირი ეთერი დატოვა.

_____________________________________________________

დღეს, 6 ივნისს,  ჟურნალისტებმა თავიანთი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნელად ჩამოიცვეს თავზე ტომრები.  როგორც ცნობილია, აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარაჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი