ახალი ამბები

ანონსი – 6 ივნისი

6 ივნისი, 2017 •
ანონსი – 6 ივნისი

15:00 საათზე, ტექნოპარში გაიმართება OWASP Tbilisi გახსნა, რომელსაც დაესწრებიან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები კერძო და საჯარო სექტორიდან.


12:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა – პარტიის სოციალური პოლიტიკა


12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში”   საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: საქართველოს გაზმომარაგებაში არსებული დიდი კორუფციული გეგმა
მისამართი: წერეთლის გამზირი 116 “დიდუბე პლაზა” მეორე სართულო საინფორმაციო სააგენტო “პირველი” საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე ტელ:595037722


13:00 საათზე “ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში” ახალი სტარტაპ პროდუქტის ვერტიკალური პარკინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართება.
ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის დამფუძნებელი ბადრი წილოსანი ისაუბრებს ახალი პროდუქტის სტარტაპ იდეასა და პროდუქტის სრულყოფაში ვაგონმშენებელი ქარხნის ჩართულობაზე. ჰონდინგის დამფუძნებელი საზოგადოებას უკვე შექმნილ საპარკინგე სისტემას გააცნობს.
მისამართი: თბილისი. ც. დადიანის ქ. 32


13:30 საათზე ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისგუბერნატორი ლევან შონია და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორიარჩილ გაჩეჩილაძე მესტიის მუნიციპალიტეტში (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე) „მესტიაჭალა1“ და„მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან.


10:15 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება და ჯგუფში შემავალ
ექსპერტებთან ერთად ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკას განიხილავს.

მის: ქავთარაძის ქ. #21ა (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრი)
საკონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური – 599296050


მასალების გადაბეჭდვის წესი