ახალი ამბები

მონტენეგრო NATO – ს 29-ე წევრია

5 ივნისი, 2017 • 2622
მონტენეგრო NATO – ს 29-ე წევრია

დღეს, 5 ივნისს, მონტენეგრო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) წევრი ოფიციალურად გახდა. ცერემონიაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მონტენეგროს მიღება ნატოში საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მონტნეგროს მიღება მკაფიო სიგნალია სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომ ნატოს კარი მათთვისაც ღიაა.

“დღეს მონტენეგრო ნატოს უერთდება, როგორც მაგიდის თანასწორი წევრი, თანაბარი ხმით ალიანსის ფორმირების საკითხში”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საზეიმო ცერემონიას მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი, საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრები ესწრებოდნენ.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მონტენეგროს მიღების პროტოკოლს ხელი 2016 წლის მაისში მოაწერეს, რის შემდეგაც 28 ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. დროშის აღმართვის ცერემონია ნატოს შტაბ-ბინაში 7 ივნისს გაიმართება. ეს ნატოს პირველი გაფაროებაა 2009 წლის 1 აპრილის შემდეგ. მაშინ ალიანსის რიგებს ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი