ახალი ამბები

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობის ვადები შეუმცირდათ

5 ივნისი, 2017 •
ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობის ვადები შეუმცირდათ

პროკურატურამ სააპლეაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან, რის შედეგადაც მათ სასჯლეები შეუმცირდათ  – ამის შესახებ ნეტგაზეთის მსჯავრდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.

კერძოდ, ლაშა კურტანიძეს სასჯელი ერთ წლამდე შეუმცირდა, ხოლო ლევან როსტოშვილს – სამ წლამდე. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

2017 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრადებულებს – ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, MDMA-ის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლაშა კურტანიძე და ლევან როსტოშვილი 6 მაისს დააკავეს. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ივლისში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი