ახალი ამბები

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

21 ივლისი, 2016 • 1528
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თითოეულმა მათგანმა 5 დღის ვადაში 150 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

ლაშა კურტანიძე და ლევან როსტოშვილი 6 მაისს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42,9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. გამოძიების ინფორმაციით, ლაშა კურტანიძემ ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0857 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ისინი წინასწარ პატიმრობაში მყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი