ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლები: გაფიცვას არ ვგეგმავთ

4 მარტი, 2013 • 1117
მიკროავტობუსის მძღოლები: გაფიცვას არ ვგეგმავთ

“ერთადერთი რაც შესრულდა, არის ის, რომ მიკროავტობუსის შეკეთების უფლება მოგვცეს იქ, სადაც ჩვენ გვინდა, ადრე სადაც თავად გვეუბნებოდნენ, იქ უნდა შეგვეკეთებინა და ორმაგი გვიჯდებოდა. თუმცა ფიქსირებული გადასახადი ჯერ კიდევ არ გვაქვს”, – აცხადებს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წევრი გელა დემეტრაშვილი.

მძღოლების თქმით, ისინი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა სამსახურში განუცხადეს, რომ ჯოხაძე მათ ვერ შეხვდება, რადგან მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება.

“გვინდა, რომ შეასრულონ ის, რასაც დაგვპირდნენ, მიდგომა ისევ ისეთია, როგორიც იყო. გვეუბნებიან, თუ არ გინდათ, წადითო. მხოლოდ დაპირებებს ვიღებთ, დროის გაყვანის ვარიანტია”, – აცხადებს ერთ–ერთი მძღოლი დათო ფაცია.

მძღოლების თქმით, ისინი მომდევნო დღეების განმავლობაში შეეცდებიან აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრას, ხოლო გაფიცვას ჯერჯერობით არ გეგმავენ.

 

თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები პროტესტის ნიშნად იანვრის ბოლოს გაიფიცნენ. თავდაპირველად მათ ჰქონდათ ოთხპუნქტიანი მოთხოვნა – მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება, გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება, მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოება მძღოლებისათვის სასურველ ადგილას, გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა


მასალების გადაბეჭდვის წესი