ლონდონის ხიდზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებში შევარდა. როგორც, BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ინციდენტს ერთზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლონდონის ხიდიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ევაკუაცია დაიწყეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შეიარაღებული დანაყოფები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაიკეტა მიმდებარე მეტროსადგურები.
პარალელურად, პოლიცია ლონდონში, ორ სხვა ადგილზე მომხდარ ინციდენტზე ავრცელებს ინფორმაციას. ლონდონის ხიდის გარდა შეიარაღებული თავდასხმა მოხდა Borough Market-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც, საუბარია დანით თავდასხმაზე. პოლიცია მობილიზებულია Vauxhall-ის მიდებარე ტერიოტრიაზეც, თუმცა დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებს.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. ტერეზა მეიმ ინციდენტს საზარელი უწოდა და განაცხადა, რომ განიხილება ტერორისტული თავდასხმის ვერსიაც.
#LondonBridge: Video emerges of armed police telling people to stay down in bar. https://t.co/cxW0sncnSs pic.twitter.com/YKa0y5wVJ0
— Westmonster (@WestmonsterUK) June 3, 2017
ვიდეოზე ჩანს, როგორ მოუწოდებს პოლიცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდრებარე ბარში მყოდ ადამიანებს, იატაკზე დაწვნენ.
Officers enter local bar telling people to “get down”. Uc reports police hunting 3 suspects at large #LondonBridge pic.twitter.com/C2zCFZCYOJ
— Sandeep (@sandeep_7847) June 3, 2017
Traffic camera captures Police response to Borough Market attack#LondonBridgepic.twitter.com/R5P8uQTKCz
— TRUMP 24/7 (@MichaelDelauzon) June 3, 2017